LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენება ალპებში და ატირებული მოდელები – „შანელის“ ემოციური დეფილე პარიზში (ფოტო)

2912
chanel

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში „შანელის“ მოდის სახლმა კარლ ლაგერფელდის მიერ შექმნილი ბოლო კოლექციის დეფილე წარმოადგინა. თუ წინა ჩვენებაზე გრან-პალის პავილიონი პალმებითა და საზღვაო დეკორაციებით იყო მორთული, ამჯერად მთელი პავილიონი ზამთრის სუსხმა მოიცვა.

დეფილე ფაქტობრივად ალპებში გაიმათა, რადგან დეკორაცია სწორედ ზამთრის კურორტის ატმოსფეროს ქმნიდა. ჩვენებაზე ლაგერფელდის საყვარელი მოდელები, კარა დელვინი და კაია გერბერი გამოვიდნენ. დეფილე კი „შანელის“ ამბასადორმა პენელოპა კრუსმა დახურა.

ყველაზე ემოციური კი მოდელების ერთობლივი გამოსვლა გახდა, სადაც მოდელებმა თავის შეკავება ვერ შეძლეს და ცრემლიანი თვალებით ჩაიარეს პოდიუმზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები