LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ანის სიცოცხლე საფრთხეშია! კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სასწრაფოდ გვჭირდება მისი გადაყვანა თურქეთში“- 25 წლის ანის საზოგადოების დახმარება სჭირდება

191
ანი

25 წლის ანის საზოგადოების დახმარება სჭირდება – ახალგაზრდა გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქველმოქმედო განცხადებას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ, რომ ანის სიცოცხლე საფრთხეშია.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ამ ეტაპზე ანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში გადაყვანა.

„გთხოვთ, წაიკითხოთ – ჩვენი ანის სიცოცხლე საფრთხეშია!

ჩვენი ანი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. მას დაუდგინდა:

სოკოვანი სეპსისი (Candida albicans); პნევმონია; სეფსისური შოკი; თირკმლის მწვავე დაზიანება (AKI); ანემია, თრომბოციტოპენია; ელექტროლიტური დისბალანსი.

ამ ეტაპზე ანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფექცია გავრცელებულია სისხლში, ფილტვებსა და თირკმელებში. მდგომარეობა სერიოზულია და ყოველი დღე გადამწყვეტია.

მას ყოველდღიურად ესაჭიროება სამჯერ მიღებული მკურნალობა, თითო დოზა კი 350 ლარი ღირს – რაც ოჯახის შესაძლებლობებს აღემატება.

სასწრაფოდ გვჭირდება ანის გადაყვანა თურქეთში, სადაც რეალური შანსია მისი გადარჩენის, თუმცა კლინიკამ მოითხოვა $10,000 დოლარი წინასწარ – რაც დამოუკიდებლად ვერ შეგვიძლია.

დაგვეხმარეთ, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ – თუნდაც 1 ლარით. თითოეული დახმარება – სიცოცხლის იმედია.

საბანკო ანგარიშები:

📌 თიბისი ბანკი – GE04TB7500245063300011

📌 საქართველო ბანკი – GE45BG0000000549749537

მიმღები: შ. ბ. გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი – დრო არ იცდის“, – წერია მიმართვაში, რომელსაც სოციალურ ქსელში შაკო ბასიაშვილი ავრცელებს.

📍 გთხოვთ, წაიკითხოთ — ჩვენი ანის სიცოცხლე საფრთხეშია! 🙏 ჩვენი ანი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. მას დაუდგინდა: 🦠…

Posted by ShaKo Basiashvili on შაბათი, 12 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g