საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა ესაკია სოციალურ ქსელში იტალიელი მსახიობს, სოფი ლორენის შვილთან და მეუღლესთან, მარიამ შარმანაშვილთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და ახალ ამბავსაც აანონსებს.
„ჩვენი და ჩემი ცხოვრების ისტორიული დღე. საქველმოქმედო ფონდი – ცხოვრება მშვენიერია და ლეგენდარული იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის შვილი კარლო პონტი მეუღლესთან ერთად (მარიამ შარმანიშვილი).
სულ მალე ახალი გრანდიოზული პროექტი საქართველოში. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ცხოვრება მშვენიერია“, – წერს ნიკოლა ესაკია.