დავით ლაცაბიძე და ირინა ჩოხელი “ფორტუნასთან” 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას იხსენებენ. იმ წელს მოსკოვიდან საქართველოს 4 634 მოქალაქე გამოაძევეს. 2006 წლის საქმეზე საქართველომ სახელმწიფოთაშორისი განაცხადით რუსეთს სტრასბურგში 2007 წლის მარტში უჩივლა. მოწმეების ჩვენებები 2011 წელს მოისმინეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა, ირინა ჩოხელი იყო, რომელიც როგორც ამბობს, მის მიმართ ევროპული კონვევენციის ბევრი მუხლი იყო დარღვეული.
რუსეთმა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში საქმე ჯერ კიდევ 2014 წელს წააგო. ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 1 500 ქართველისთვის 10 000 000 ევროს გადახდა დააკისრა.
სიუჟეტის ავტორები: თაკო ივანიაძე, დავით ლურსმანაშვილი