მერაბ დვალიშვილი ლას-ვეგასში ილია თოფურიას და მის ოჯახს შეხვდა.
ამის შესახებ სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, სადაც მერაბი ფოტოებს გვიზიარებს.
სპორტსმენი ილიას მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.
„ჩვენი ძმა ილია შაბათს კიდევ ახალ ისტორიას დაწერს…“ – წერს მერაბ დვალიშვილი.
ცნობისთვის, 29 ივნისს UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას ლას-ვეგასში დაუპირისპირდება.


