LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი ფიქრები პუტინთანაა” – რუსეთის მხარდამჭერი აქცია ცხინვალში

114
ess

უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ცხინვალში ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია “ედინაია ოსეტია” იყო.

აქციის მონაწილეებმა პუტინს რიტორიკა მოუწონეს და თქვეს, რომ მხარს უჭერენ “ლუგანსკისა და დონეცკის დასაცავად სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილებას”.

ოსური საინფორმაციო სააგენტო “რეს”-ი წერს, რომ აქციაზე ათასზე მეტი ადამიანი იდგა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

“ძვირფასო მოქალაქეებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ რუსეთისთვის თანადგომისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს, რადგან ჩვენ თავად გამოვიარეთ ნაციონალიზმისა და ფაშიზმის ტრაგედია. ჩვენ რუსეთის გვერდით ვართ, დონბასის ხალხის გვერდით. ჩვენი ფიქრები და ძალები ახლა პუტინთან და დონბასთანაა”, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

magti 5g