LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი ფრანგი პარტნიორები ყველა კურსდამთავრებულის დასაქმებას უზრუნველყოფენ, რომელთა წლიური შემოსავალი 30 ათას ევროზე მეტი იქნება” – თორნიკე ჯანაშვილი საქართველოში ფრანგული აიტი სკოლის შესახებ

3581
277615676_503084101481544_5986497836718935321_n

“მოლაპარაკებები გვაქვს ფრანგულ აიტი სკოლასთან, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს. ეს განსაკუთრებული პროექტია. ჩვენ ამ სასწავლებელში უფასოდ ვასწავლით იმ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ და გადალახავენ შერჩევის საკმაოდ რთულ პროცესს,” – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “ბიზნესკურიერი” საინვესტიციო ჰოლდინგ, “ბლოკ ჯგუფის” მმართველმა პარტნიორმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა ისაუბრა.

როგორც ჯანაშვილმა აღნიშნა, ხუთ წელიწადში, დაახლოებით, 1000 ბავშვი გადამზადდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში ყოველწლიურად 30 მილიონი ევრო შემოვა.

“2 წლის შემდეგ ისინი ხდებიან დეველოპერები და ჩვენი ფრანგი პარტნიორები უზრუნველყოფენ, რომ აბსოლუტურად ყველა იყოს დასაქმებული და მინიმუმ 30 ათას ევროზე მეტი ექნებათ წლიური შემოსავალი.

ჩვენი გეგმით გვინდა, წელიწადში დაახლოებით 200 ახალგაზრდის გამოშვება.

ხუთ წელიწადში თუ შევძლებთ, რომ 1000 ბავშვი გადავამზადოთ, ეს უკვე 30 მილიონი ევროს შემომტანია ჩვენს ეკონომიკაში ყოველწლიურად.

რაც პირდაპირ ახალგაზრდების ანგარიშზე ხვდება. ამ ფაქტორებმა, შესაძლოა, მეტი მოთხოვნა გააჩინოს და რაც მთავარია, კარგი მაგალითია თანატოლისთვის.

ასეთი პროექტები ძალიან რთულია, რომ რეგიონებში განახორციელო, შესაბამისად, ძირითადად თბილისზე ხდება კონცენტრირება, მაგრამ ვცდილობთ, ყველასთან მივიტანოთ საგანმანათლებლო პროექტები,” – აღნიშნა თორნიკე ჯანაშვილმა “ბიზნესკურიერის” ეთერში.

უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას ვგეგმავთ – რა სფეროებში ოპერირებს “ბლოკ ჯგუფი” / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g