LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი განცხადება იყო მკაფიო, არ მაინტერესებს რომელი პოლიტიკოსი როგორ აფასებს სამინისტორს განცხადებას: ზალკანიანი ბელარუსი ჟურნალისტის საქმეზე

59
1608735055

„არის თუ არა ნახსენები სახელი და გვარი, ეს მნიშვნელოვანი არ არის, რადგანაც ბევრი ჩვენი ევროპელი კოლეგის მსგავსი განცხადება ვიხილეთ, სადაც მოწოდება იყო,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკანიანმა ბელარუსში, ჟურნალისტისა და ლუკაშენკოს კრიტიკოსის, რომან პროტასევიჩის დაკავების თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და დასძინა, რომ სამინისტრომ აღნიშნულზე მყისიერი რეაგირება მოახდინა.

„ჩვენი ევროპელი კოლეგის მსგავსი განცხადება ვიხილეთ, სადაც იყო მოწოდება. მაშინ იყო საჭირო მყისიერი რეაგირება იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ, იყვნენ უკანონოდ დაკავებულები, მყისიერად გათავისუფლებულიყვნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს განცხადებაში ეს მოწოდება გავაკეთეთ, ისევე როგორც შევუერთდით ევროკავშირის განცხადებას,“ – აღნიშნა დავით ზალკანიანმა.

მისი თქმით, თუკი ევროკავშირის განცხადებას ვიხილავთ, რომლის ხელმომწერიც საქართველოა, როგორც მინისტრმა თქვა, „იქ შავით თეთრზე ყველაფერი წერია, მათ შორის სახელებიც, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აპელირებაც და ყველაფერია იქ ნათქვამი.“

ვიცე-პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი ევროპელი პარტნიორების სულისკვეთებას აბსოლუტურად იზიარებს და საქართველო ამ ერთობლივი განცხადების ხელმომწერია. ჟურნალისტების დასმულ შეკითხვაზე კი, რომელიც ბელორუსთან ავიამიმოსვლას ეხებოდა, ზალკანიანმა უპასუხა, რომ საქართველოს ბელარუსის მიმართულებით პირდაპირი ფრენა არ აქვს და ეს საკითხი, რა თქმა უნდა, კერძო კომპანიების გადასაწყვეტია.

„ამავე დროს ჩვენ ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, ის, რომ პანდემიის პირობებში თუკი ფრენა არსებობს, ამით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. ჩვენ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ძალიან პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს, იმისთვის რომ ჩვეულებრივ ადამიანებს თუნდაც სამშობლოში დაბრუნების პრობლემა არ შეექმნათ,“ – დასძინა მინისტრმა.

ამასთან, ზალკანიანის თქმით, ძალიან ბევრი ბელარუსული კომპანია საქართველოში უკვე მოღვაწეობს, რომელთაც თავიანთი წარმომადგენლები, თანამშრომლები, ჩვეულებრივი ბელარუსელი მოქალაქეები ჰყავთ. რომლებმაც მინისტრის თქმით, უნდა იხილონ რა არის დემოკრატია, რა არის განვითარება.

„ისინი უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს ყველაფერი უნდა ნახონ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანასთან ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი მიმართულებით ძალიან ინტენსიური საქმიანობა განვახორციელეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ თემაზე ჩვენი განცხადება იყო მკაფიო.

არ მაინტერესებს პოლიტიკური ინსინუაციები, რომელი პოლიტიკოსი როგორ აფასებს სამინისტროს განცხადებას. ჩემთვის მთავარია, რომ არ დაზიანდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

მე ვარ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე, ამიტომ ჩვენი მყისიერი მოწოდება იყო, რომ ყველა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო. კონკრეტიკა კი ევროკავშირის განცხადებაშია, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ბელარუსი ჟურნალისტის საქმეზე ჩვენ მყისიერად რეაგირება მოვახდინეთ და ევროკავშირის განცხადებასაც შევუერთდით: ზალკანიანი რომან პროტასევიჩის საქმეზე

 

magti 5g