LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი გეგმა, რომელიც ტურიზმის აღდგენას ეხებოდა, სრულად მოქმედებს – თორნიკე რიჟვაძე

81
9e19b49be7466484a8d36eaf982b231f_XL

აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, აჭარაში ტურიზმის მაჩვენებელი სრულად არის აღდგენილი.

,,შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით კი ბათუმში სრულად არის აღდგენილი 2019 წლის ტურისტული ნაკადები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა, რომელიც ტურიზმის აღდგენას ეხებოდა, სრულად მოქმედებს. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 87 %-იანი აღდგენა და უკვე, ივნისის ბოლო დღეების მონაცემებით, სრულად აღდგენილია ტურიზმი აჭარაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ყოველდღიურად იზრდება როგორც აეროპორტების დატვირთვა, ასევე ემატება ახალი საერთაშორისო მიმართულებები, რეისები და ყოველთვიურად 370 საერთაშორისო რეისი შესრულდება ბათუმის აეროპორტში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g