კითხვაზე, ხომ არ არის გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო პროექტი, გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური ჟურნალისტებს პასუხობს, რომ მათი გუნდი და გიორგი გახარია ვინმეს სათადარიგო ვარიანტი არ არის.
ბუჩუკურის თქმით, ამის მტკიცებას ახლა აზრი არ აქვს და საზოგადოება ყველაფერს მათი ქმედებებით შეაფასებს.
პოლიტიკოსმა გიორგი გახარიას გამორჩეულ თვისებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსხვავებული იყო მისი დამოკიდებულება კორუფციისა და ნეპოტიზმის მიმართაც:
“ვის და როგორ გავუწევთ კონკურენციას, ეს იქნება დიდი შრომის შედეგი. ფაქტია, რომ ჩვენი გუნდის მიმართ დიდი მოლოდინია საზოგადოებაში. პარტიული დაფინანსება იქნება საჯარო, ორივე მხარე ბევრ რამეს გვაბრალებს, ამიტომ სერიოზულად არ ღირს ამ ყველაფერში შესვლა. გიორგი გახარია ბევრი სხვადასხვა თვისებით გამოირჩეოდა, მათ შორის იმითაც, როგორი იყო მისი დამოკიდებულება კორუფციასა და ნეპოტიზმზე. ჩვენს ქმედებებს საქმითა და ქმედებებით ყველა დაინახავს. ჩვენი გუნდი და გიორგი გახარია ვინმეს სათადარიგო ვარიანტი არ არის. ამის მტკიცებას ახლა აზრი არ აქვს, ამ ყველაფერს ყველა ჩვენი ქმედებებით ნახავს.” – თქვა ბუჩუკურმა.
გახარია ოცნებისთვის ტროას ცხენივითაა, ლურსმანს აჭედებს ოცნების პოლიტიკურ კუბოზე: უგულავა