LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი გუნდის შეუცვლელი წევრი იყო, მისი პროფესიონალიზმი, გულისხმიერება და ადამიანური დამოკიდებულება სამუდამოდ გვემახსოვრება…“ – კლინიკა „კანი“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

369
ნინო ფირცხალაიშვილი

კლინიკა „კანი“ ოფიციალურ გაცხადებაში მწუხარებას გამოთქვამს დერმატო-ვენეროლოგის, ნინო ფირცხალაიშვილის გარდაცვალების გამო.

„კლინიკა კანი მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კოლეგის, გუნდის შეუცვლელი წევრის, დერმატო-ვენეროლოგის, ნინო ფირცხალაიშვილის გარდაცვალების გამო.

„როგორ გვიხაროდა შენი ამ მდგომარეობაში ყოფნა, ხელმეორედ უნდა გამხდარიყავი დედა“ – ახალგაზრდა ექიმი მშობიარობას გადაჰყვა – რას ამბობენ ახლობლები მომხდარ ტრაგედიაზე

ახალგაზრდა ექიმი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი ნინო ფირცხალაიშვილი მშობიარობას გადაჰყვა. მას ერთი შვილი დარჩა. ინფორმაციას „გურია თუდეი“ ავრცელებს. ლანჩხუთელ ახალგაზრდა დედას, ნინო ფირცხალაიშვილს მშობლიური ქვიანის სკოლის პედაგოგები ემშვიდობებიან. „გავქვავდით… გავიყინეთ… დავპატარავდით… ძალი და უნარი წაგვერთვა, რომ რამე გითხრათ… ჩვენო ნინიკო! ჩვენო საამაყო! ჩვენო გონიერო და გამორჩეულო გოგოვ!როგორ გვიხაროდა შენი ამ მდგომარეობაში ყოფნა, ხელმეორედ უნდა გამხდარიყავი „დედა“, მაგრამ ვაიიი… […]

მისი პროფესიონალიზმი, გულისხმიერება და ადამიანური დამოკიდებულება სამუდამოდ გვემახსოვრება.

ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს“

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ექიმი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი ნინო ფირცხალაიშვილი მშობიარობას გადაჰყვა. მას ერთი შვილი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g