LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი გუნდის წევრების უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ – წილოსანი ფარულ ჩანაწერებზე

72
9ad90c12-634a-481e-b6d0-ed219bc787d6-640

“ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი პროკურატურის მიერ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება. მმართველი გუნდის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ყვლა კითხვას გაეცემა სათანადო პასუხი.

“დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის წევრების უდანაშაულობაში, მათ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით სრული მოცვა ექნებათ იმ საკითხებით, რომელზეც, შესაძლოა, კითხვები არსებობდეს და დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას გაეცემა სათანადო პასუხი”. – აღნიშნა წილოსანმა საკითხზე კომენტირებისას.

ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები