საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს.
როგორც ბანკი აღნიშნავს, გუშინ აქციაზე მათი გუნდის წევრი ვაკო ალავიძე დააკავეს.
საქართველოს ბანკი ხაზს უსვამს, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე.
„ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე.
საქართველოს ბანკის ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!“ – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.