ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი. თუ მათ ჩვენ დაგვიცვეს 2008 წელს, დაეცნენ ჩვენი გულისთვის, ახლა, ოქტომბერში თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომელსაც კრემლი, როგორც უწყება მთავარ მოკავშირედ განიხილავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
” 8 და 7 აგვისტოს განსხვავება არის ძალიან დიდი. სამწუხაროა, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა რუსეთის გზავნილის გაღრმავებას, რომ საქართველომ დაიწყო სამხდრო აგრესია.”
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა რუსეთის გზავნილის გაღრმავებას, რომ სამხედრო აგრესია საქართველომ დაიწყო.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ივანიშვილის, კალაძის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები. ამიტომ ჩვენ ოქტომბერში უნდა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.