„ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება“,– ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „მმართველი პარტიის მოგება გარდაუვალია“:
„ბუნებრივია, [თვითმმართველობის არჩევნებზე] ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი. ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი. ყველა ხედავთ, როგორა მმართველი პარტიის რეიტინგი, როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები, შესაბამისად, ვერაფერი დაუდგება წინ ამ შედეგის მიღწევას“, -განაცხადა კობახიძემ.