LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მიზანია აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება რამდენიმე წელში გაორმაგდეს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

105
444

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბაქოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ბუნებრივი გაზის იმპორტის მოცულობის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, შეთანხმება დაეხმარება ევროკავშირს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე და ასევე შესაძლებელს გახდის მოაგვაროს გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის დაგეგმილი წლიური ტექნიკური სამუშაოები დაიწყო.

„დღეს მე ვარ აზერბაიჯანში, რათა ხელი მოვაწერო ახალ ხელშეკრულებას. ჩვენი მიზანია, აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება რამდენიმე წელში გაორმაგდეს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აზერბაიჯანიდან, მილსადენით ევროკავშირში 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g