LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მთავარი გამოწვევა ოკუპაციაა – უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა გახარიას ხელმძღვანელობით

105
74670729-1499135203557712-5494949904025387008-o

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა დღეს პირველად გაიმართა. ცნობილია, რომ საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა.

საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და ქვეყნის საფრთხეების შეფასების დოკუმენტს.

პრემიერმა ლევან იზორიას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სრულყოფილი კონცეფციის შექმნა დაავალა, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მომუშავე სახელმწიფო უწყებებისთვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა იქნება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

“ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას,  ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი. ამიტომ, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქვეყნის ნომერ პირველი გამოწვევა კვლავ ოკუპაცია, რაც პრემიერის შეფასებით, განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ამასთან, უსაფრთხოების თვალსაზრისით გიორგი გახარია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, კიბერუსაფრთხოებას ასახელებს.

„კიბერუსაფრთხოება, უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ქვეყანამ იგრძნო, როდესაც კიბერუსაფრთხოების ნაწილში სერიოზული გამოწვევა ჰქონდა ჩვენს სახელმწიფო უწყებებსაც და კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელსაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას მუდმივი წევრები ესწრებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g