LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი მთავრობა ცდილობს, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს სინდისიერად, ისე, რომ თავად ომის მონაწილე არ გახდეს“ – გერმანიის საგარეო მინისტრი

74
უსათაურო დიზაინი (5)

„გერმანიის მთავრობა ცდილობს, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა კეთილსინდისიერად გაუწიოს, თუმცა ისე, რომ ომის მონაწილე არ გახდეს“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემა „შპიგელთან“ განაცხადა.

გავლენიან გამოცემასთან ინტერვიუში ანალენა ბერბოკი რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების გამართვაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უარს ამბობს მოლაპარაკებებზე – მათ შორის ძალიან მარტივ თემებზეც:

„გერმანია ცდილობს იარაღის მიწოდებას უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს მოლაპარაკებაზე უმარტივეს საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და არ არის პასუხი შუამავლობის მცდელობებზეც.

თუ ომის დასრულება ამჟამად მოლაპარაკებების გზით ვერ მოხერხდება, მაშინ ჩვენ გვაქვს არჩევანი ან არაფერი გავაკეთოთ, ან ვიტყვით, რომ ჩვენ გავუწევთ სამხედრო მხარდაჭერას, რათა თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის შემდგომი წინსვლა. იმიტომ, რომ ალტერნატივა იქნება: უბრალოდ, მილიონობით ადამიანის მიტოვება“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად:

„ეს არის უკრაინაში ადამიანის სიცოცხლის დაცვა, ფედერალური მთავრობა ცდილობს ამის გაკეთებას საკუთარი სინდისის მიხედვით, ისე რომ თავად ომის მონაწილე არ გახდეს“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g