LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა“ – ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს

61
მიხეილ სადრაძე

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს.

საქმე ეხება ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებას, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს.

„რთული და კომპლექსური პროცესია, ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა, ამ ეტაპზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს.

სახელებთან და გვარებთან მიმართებაში ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება.

შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ“,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, კარტოგრაფების სასამართლო პროცესი 13 ოქტომბერს დაინიშნა. ადვოკატების თქმით, შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია.

magti 5g