მუსიკოსი ლადო ბურდული ნიუ იორკში კავკასიის როკფესტივალის მოწყობას გეგმავს თავის ამერიკელ მეუღლესთან ერთად და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ მე და დაიანამ და გადავწყვიტეთ კავკასიის როკფესტივალის მოწყობა ნიუ იორკში, რატომაც არა რომ…
და პროექტის წერა დავიწყეთ ნიუ იორკის მუნიციპალიტეტისთვის და სხვა აქაური ფონდებისთვის. როგორ გამოვა, ჯერ არ ვიცი. ვიცი მარტო ერთი, რომ სადაც მე ვარ, იქ ყოველთვის იქნება კავკასიის როკმუსიკა და მუსიკოსები.
დამიჯერეთ, ჩვენი მუსიკოსები არაფრით ჩამოუვარდებიან აქაურს, უფრო მეტიც, მანდ რომ არიან და მაინც ქმნიან, ამათზე მაგრები უკვე მაგიტომ არიან.
ახლა ვნახოთ, ძია მამდანი რას გვეტყვის….“
