მომღერალი ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკის“ 25 ივნისის ნომერში, რუბრიკა „ეტაპის“ კითხვებს პასუხობს. მომღერალი ჟურნალთან ინტერვიუში საუბრობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტიდან წასვლაზე, ოჯახსა და კარიერაზე.
ამავე ინტერვიუში მომღერალი მეუღლესთან, ხათუნა ჟორდანიასთან 20-წლიან თანაცხოვრებასაც აფასებს.
„ხათუნა ყოველთვის მხარს მიმაგრებს… ჩვენი ოჯახი უკვე 20 წლისაა. ბევრი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს ურთიერთობას, თუნდაც, როდესაც პოლიტიკაში წავედი, მაშინაც ბევრ სისულელეს წერდნენ, რომ ხათუნას დამსახურება იყო, მე რომ პოლიტიკაში რაღაცას მივაღწიე.
მადლობელი ვარ იმის, რომ მყავს ასეთი ოჯახი და ეს არის ადგილი, სადაც სულიერად ვისვენებ, ვიკრიბებით ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის გვჯერა და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ“, – ამბობს ზურა ხაჩიძე და შეკითხვაზე – ერთი გადახედვით, როგორი იყო მისი და ხათუნა ჟორდანიას განვლილი 20 წელი – ამბობს:
„ძალიან რთული და დინამიკური. ბევრჯერ ყოფილა დაძაბულობაც, სირთულეებიც, მაგრამ ყველაფერი გავიარეთ და დღემდე მოვედით“, – ამბობს ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ.