LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პოლიტიკური გუნდი ღიაა დისკუსიებისთვის – მამუკა ბახტაძე მოსამართლეების საკითხზე

83
ბახტაძე მამუკა

მოსამართლეების საკითხის განხილვაც ბუნებრივია, უნდა იყოს კონსტიტუციის ჩარჩოებში და ეს არ უნდა დაემსგავსოს იმას, რომ ვიღაც ღია კარს ამტვრევდეს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კითხვაზე, რას ფიქრობს პრემიერი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადავადებაზე, მამუკა ბახტაძე პასუხობს, რომ გუნდი ღიაა დისკუსიებისთვის.

„ასეთი მოსაზრება არსებობს გუნდში. ვიცი, რომ არსებობს საზოგადოების ნაწილშიც და და აქაც რა თქმა უნდა, პოლიტიკური გუნდი ღიაა დისკუსიებისთვის და ამავე დროს, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და მას ყველამ პატივი უნდა ვცეთ, შესაბამისად, ასეთი საკითხის განხილვაც ბუნებრივია, უნდა იყოს ჩვენი კონსტიტუციის ჩარჩოებში და ეს არ უნდა დაემსგავსოს იმას, რომ ვიღაც ღია კარს ამტვრევდეს,“ – აღნიშნა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g