LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი საამაყო, კაშკაშა ბიჭის დღეა დღეს. 13 წლის შემდგარი პიროვნება ხარ, ყველაფრით დაჯილდოებული“ – ნათკა ქებურიას გულთბილი მილოცვა იუბილარ ვაჩე ღვინიაშვილს

9809
Untitled design

მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი დაბადების დღეს აღნიშნავს. 13 წლის იუბილეზე ვაჩე ძვირფასი ადამიანებისგან უამრავ მილოცვას იღებს.

ვაჩეს დეიდა ნათკა ქებურია სოციალურ ქსელში ვაჩესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოს გვიზიარებს და წერს, რომ ვაჩე ჯერ კიდევ 13 წლის შემდგარი პიროვნებაა, რომელიც გამორჩეული სიკეთით არის სავსე.

ჩვენი საამაყო, კაშკაშა ბიჭის, ვაჩეს დღეა დღეს 🤍 13 ემოციური, სიყვარულით და სითბოთი სავსე წელი მაკავშირებს, ამ უკვე ბუმბერაზ ადამიანთან და ჩემ საუკეთესო მეგობართან !!!🤍
ყველა წამი მაბედნიერებს შენთან ყოფნის, შენი არსებობის და შენი წარმატების ჩემო გენიოსო!

თამამად შემიძლია ვთქვა, შენ ის, ჯერ კიდევ 13 წლის შემდგარი პიროვნება ხარ, ყველაფრით დაჯილდოებული, გამორჩეული სიკეთით სავსე ,მომავლის იმედი! ,რომელსაც წინ გასავლელ გზას საუკეთესოს ვუსურვებ, როგორიც შენ გინდა იყოს სამყარო და როგორსაც შენ ხედავ, ისეთ სამყაროში გისურვებ ცხოვრებას ჩემო ანგელოზო!

ჩვენს სიყვარულს საზღვარი არ აქვს 😍 გილოცავ 🤍 “, – წერს ნათკა ქებურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები