ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სირიაზე ზეწოლას და დარტყმების ტემპს ზრდიან.
„ისრაელის ძალების სამიზნეა სირიის რეჟიმის აქტივები ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ვზრდით ზეწოლას და დარტყმების ტემპს“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ცნობისთვის, დამასკოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 34 ადამიანი – ამის შესახებ სირიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
შეგახსენებთ, ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე დაადასტურეს, რომ სირიის დედაქალაქში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა დაბომბეს.