LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი სამშობლო, იმითაცაა გამორჩეული, რომ სულიერ წინამძღოლად ილია მეორე ჰყავს“ – ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავენ

138
ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები - ილია მეორე

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს იუბილეს ულოცავენ. მილოცვის ტექსტს „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

„დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, 92 წელი შეუსრულდა.

განუზომელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული საზოგადოების სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ფასდაუდებელია მისი შრომა და თავდადება – აღსაყდრებიდან 47-ე წელია, რაც ჩვენი პატრიარქი ქართველი ერის ერთობის, თვითმყოფადობისა და ღირებულებების სადარაჯოზე დგას.

ჩვენი სამშობლო, სხვა ბევრ მახასიათებელთან ერთად, იმითაცაა გამორჩეული, რომ სულიერ წინამძღოლად სწორედ ადამიანთა სიყვარულის, სიბრძნის, თავმდაბლობისა და მაღალზნეობრიობის ცოცხალი მაგალითი – ილია მეორე ჰყავს.

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მესაჭედ მრავალი წელი ყოფნას, მისი სულიერი შვილების საიმედოდ, საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g