LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც დღეს არის…“ – ზალკალიანი ილია დარჩიაშვილსა და ენტონი ბლინკენის მოადგილის შეხვედრაზე

157
დავით ზალკალიანი

„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ის არის ერთგული დემოკრატიული რეფორმების. ყველა ჩატარებული არჩევნები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებიც ჩატარდება შესაბამისობაში საერთაშორისო პრინციპებთან და სტანდარტებთან“ – ამის შესახებ ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ელჩმა კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ილია დარჩიაშვილსა და ენტონი ბლინკენის მოადგილის, ჯონ ბასის შეხვედრაზე. მისი თქმით შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ დღევანდელ მდგომარეობას შეეხო.

ელჩი ამბობს, რომ საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა და ის ურთიერთობები, რომელიც დამოუკიდებლობის პირველი წლიდან ჩამოყალიბდა, არ იმსახურებს დღევანდელ მდგომარეობას. მისივე განცხადებით „არათუ უნდა დავბრუნდეთ ბოლო ნიშნულზე, სადაც ვიყავით, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ ეს პარტნიორობა“

„აშშ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის, სერიოზულად შეშფოთებულია“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოშია

„ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ენტონი ბლინკენის მოადგილე ჯონ ბასს შორის, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის ყველა მიმართულებაზე, რაც აქტუალურია დღეს შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე. შეხვედრაზე გამოხატული იყო სინანული, რომ დღეს არსებული ორმხრივი სიტუაცია სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არ შეეფერება იმ მდგომარეობას, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. შეხვედრაზე დეტალურად იყო საუბარი იმ გზებსა და ნაბიჯებზე, რა უნდა იყოს გადადგმული, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

საქართველოს მხრიდან იყო გამოთქმული იმედი და ნება იმისა, რომ საქართველო არის ერთგული ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის, თანამშრომლობის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაძლეული იყოს დღეს არსებული სირთულეები, რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც საფუძველი 32 წლის წინ ჩაეყარა, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლიდან და შემდგომ არსებული ურთიერთობის პრაქტიკა, ნამდვილად არ იმსახურებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც დღეს არის ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, მე შეხვედრის შემდეგ გამიჩნდა იმედი, რომ შესაბამისი დასკვნები გაკეთდება. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ის არის ერთგული დემოკრატიული რეფორმების. ყველა ჩატარებული არჩევნები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებიც ჩატარდება შესაბამისობაში საერთაშორისო პრინციპებთან და სტანდარტებთან“- განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის განცხადებით, საქართველო რომ ამერიკის მთავარი მოკავშირეა რეგიონში, ეს არაერთხელ დადასტურებულა საქართველოს თანამშრომლობით სტრატეგიულ პარტნიორთან.

უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას – რა წერია NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში საქართველოზე

აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე იყო საუბარი იმ გეოპოლიტიკურ გარემოზე, რომელიც რეგიონში არის შექმნილი.

„საქართველო რომ ამერიკის მთავარი მოკავშირეა რეგიონში, ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და დაგვიმტკიცებია ჩვენი ქმედებით და ჩვენი თანამშრომლობით სტრატეგიულ პარტნიორთან. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი, ორივე ქვეყნის ინტერესშია, რომ ეს თანამშრომლობა იყოს თანხვედრაში და ახლო კოორდინაციაში. ამიტომ, მე დღევანდელი შეხვედრა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. აუცილებელია, რომ კონტაქტები გაგრძელდეს. მინდა, გითხრათ, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ბოლო პერიოდში კონტაქტები მუდმივად არსებობდა. მე, როგორც საქართველოს ელჩი, ვიყავი მუდმივ კავშირზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასევე, აქტიურად საქმიანობს აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში, რომლის საქმიანობა უაღრესად პოზიტიური და კონსტრუქციულია. ის, ისევე როგორც მე, ძალიან მოწოდებული ვართ, რომ არსებული მდგომარეობა იყოს დაძლეული. ჩვენი თანამშრომლობა და ის ურთიერთობები, რომელიც დამოუკიდებლობის პირველი წლიდან ჩამოყალიბდა, არ იმსახურებს დღევანდელ მდგომარეობას. ჩვენ, არათუ უნდა დავბრუნდეთ ბოლო ნიშნულზე, სადაც ვიყავით, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ ეს პარტნიორობა“,- განაცხადა ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები