LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა“ – მიხეილ სააკაშვილი

149
მიხეილ სააკაშვილი

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის აღარ ტო­ვებს არა­ვი­თარ სა­ფუძ­ველს ცეს­კოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ციფ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, – ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

მისი თქმით, „არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­შიც და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვა ოპო­ზი­ცი­ამ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მიერ ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალ­ბე­ბუ­ლია“.

„დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას ვინც და­უ­ღა­ლა­ვად იშ­რო­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პა­ში შე­საყ­ვა­ნად და ღირ­სე­უ­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად, ახლა დად­გა დრო ეს გა­მარ­ჯვე­ბა რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ!

არ­ჩევ­ნე­ბის ამ შე­დეგს ყვე­ლა ელო­და, ჩემ­თვის გა­საკ­ვი­რია თუ რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა ეს შოკი ზო­გი­ერ­თის­თვის. სას­წრა­ფოდ უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ოპო­ზი­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის დაც­ვის­თვის.

ქარ­თვე­ლი ხალ­ხს წა­არ­თვეს ეს არ­ჩევ­ნე­ბი, ამი­ტო­მაც ჩვე­ნი ვა­ლია უწყვე­ტი აქ­ცი­ე­ბი და სა­ხალ­ხო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა.

ჩვენ ხალ­ხს აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა და ვალი და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თა­ვიც და მო­ნა­პო­ვა­რიც ყვე­ლა მე­თო­დით.

ახლა არის მოქ­მე­დე­ბის დრო!“, – წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები