LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი წარმომადგენელი მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით სიას – ჩვენგან ფეხს არავინ შედგამს ამ პარლამენტში“ – ელენე ხოშტარია

128
elene-khoshtaria_w_h

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ცესკო-ს მიმართეს თხოვნით, რომ მათი საარჩევნო სია ჩაიხსნას.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, მისი კოალიციის წევრები არ აპირებენ პარლამენტთან რაიმე კავშირი ჰქონდეთ.

„კოალიცია „ცვლილებისთვის“ სახელით ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკო-ში და საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმართავს ცესკო-ს, რომ ჩვენ ვხსნით სიას, არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაპირებთ  ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ფეხს არავინ შეადგამს ჩვენგან ამ პარლამენტში“, – განაცხადა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g