LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა… სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, საკმაოდ მარტივი სცენარია და კლინიკაში მისი გადაყვანის შემდეგ ეს მოსალოდნელი იყო: ირაკლი კობახიძე

925
ირაკლი კობახიძე სიცილი

მიხეილ სააკაშვილის მომხრეების განცხადებას, რომ ექსპრეზიდენტს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეს და პატიმრობიდან უპირობოდ გაათავისუფლონ, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „მათი წინასწარმეტყველება ახდა, რადგან თავიდანვე ამბობდნენ, რომ როგორც კი სააკაშვილის სხვა საავადყოფოში ციხის გარეთ გადაყვანა მოხდებოდა, მაშინვე დაიწყებოდა საუბარი მის გათავისუფლებაზე, რაც ძალიან მარტივი სცენარია“.

ვინაიდან სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო, უნდა გათავისუფლდეს და შესაძლებლობა მიეცეს, მისი ჯანმრთელობის აღდგენა თავისუფლებაზე მოხდეს: ადვოკატი

„ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ როგორც კი მოხდებოდა სააკაშვილის გადაყვანა სხვა საავადყოფოში ციხის გარეთ, მაშინვე დაიწყებოდა საუბარი მის გათავისუფლებაზე, რაც ძალიან მარტივი სცენარია. ადამიანს როდესაც აქვს შეფარდებული 6-წლიანი სასჯელი, მაშინ მან ეს სასჯელი უნდა მოიხადოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g