ცნობილი ბიზნესმენის თემურ უგულავას ყოფილი მეუღლე ბაია დავითაია წერს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა არ შეეხებათ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
“მეგობრებო რამდენიმე დღის წინ დავწერე რომ მანქანით გადაადგილების შეზღუდვა არ უნდა შეხებოდათ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს. ჩვენი წუხილი ჯანდაცვის სამინისტრომდე მივიდა – შინაგან საქმეთა სამინისტროს დაერთო ნება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მანქანით გადაადგილების შესახებ .
ამისთვის აუციელებელია ფორმა 100 და ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა რომელშიც აღნიშნულია რატომაა საჭირო მანქანით სიარული ბავშვისთვის ( ორგანიზაცია სადაც ბავშვი თერაპიებს იღებს ) .
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ
ში.