თბილისის ზოოპარკი საინტერესო ფოტოებს ავრცელებს და სახალისო მონათხრობსაც გვთავაზობს, რომელიც ამ ფოტოების ისტორიას ასახავს.
გთავაზობთ ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს:
„ხანდახან დიდი უცნაურობები ხდება ზოოპარკში.
დღეს, მაგალითად, ჩვენმა ციკნებმა ახალი, საინტერესო ატრაქციონი აღმოაჩინეს – ზებრა. აახტებიან, ჩამოხტებიან, აახტებიან, ჩამოხტებიან. ზებრაც გგონიათ, აპროტესტებს? გატრუნულა მშვიდად და გაუნძრევლად. არ ვიცით, მასაჟი სიამოვნებს, თუ უბრალოდ, დიდსულოვანი მოთმინებით იტანს ბავშვების ოინბაზობას… ფაქტია, რომ წუხდებოდეს, ჩამოიბერტყავდა და დაუცაცხანებდა. ეს კიდევ, დგას ასე – ბებოს რომ შვილიშვილები ააცოცდებიან და ჩამოყრა ენანება“.