ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში ორი ბელი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას თავშესაფრის ადმინისტრაცია ავრცელებს. ისინი, თავშესაფრის “ფესბუქ” გვერდზე ახალდაბადებული ბელების ფოტოებს აქვეყნებენ და წერენ:
“ესეც ჩვენი დაპირებული სიურპრიზი! პირველად დათვების თავშესაფარში დაიბადნენ ბელები. ჩვენმა ლელამ საჩუქარი გაგვიკეთა, 12 იანვარს დედა გახდა, ასე მოგვილოცა ახალი წელი და დათვების თავშესაფრის 10 წლის იუბილე. ფოტოგრაფი დავით დავით”.
შეგახსენებთ, დათვების თავშესაფარი ცხვარიჭამიაში, საბადურის ტყეში 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.