უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სამხრეთის ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე განადგურდა მტრის ჯარის სამეთაურო პუნქტი, საბრძოლო მასალის სამი საცავი და ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის რამდენიმე პუნქტი.
ჩვენმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 40-ზე მეტი საცეცხლე მისია. ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ასევე განადგურდა საწვავისა და საპოხი მასალების, ასევე ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის რამდენიმე წერტილი. ზარალის ჯამური რაოდენობა ზუსტდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში