საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების თაობაზე შეხვედრა გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
მისი განმარტებით, მათ დოკუმენტს შეუძლიათ, რომ – „გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ“ დაარქვან, „ოცნების“ დოკუმენტს კი – „როგორმე უარი გვითხრას ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე“ ერქმევა.
როგორც ვაშაძე აცხადებს, ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარმართული სამუშაო პროცესი არის ზეინკლუზიური, ხოლო ის, რაც მმართველმა პარტიამ გამართა, “არის ანტიევროპული პროცესი, რომელიც ემსახურება იმას, რომ როგორმე ევროკავშირმა საბოლოო უარი უთხრას “ქართულ ოცნებას”.
„საბოლოო ჯამში მივიღებთ სამ დოკუმენტს – სამოქალაქო სექტორის, ჩვენი – ოპოზიციის და „ქართული ოცნების“. ჩვენს დოკუმენტს შეგვიძლია დავარქვათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მიღების მექანიზმი. ეს იქნება დოკუმენტი, რომელსაც დავდებთ საკანონმდებლო ცვლილებებით და ითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.