LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ეკონომიკის ისეთი სისტემაა შექმნილი, რომ მდგრადია, რყევებს უძლებს… შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ“- თეა წულუკიანი

129
თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკის ისეთი სისტემაა შექმნილი, რომელიც რყევებს უძლებს და მდგრადია, ამიტომ ეროვნულ ვალუტას საფრთხე არ ემუქრება.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

„როცა ასეთი პროცესებია სახეზე, იქ რა თქმა უნდა კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები არ იქმნება, ვინც ამას გეგმავს და ახორციელებს, დოკუმენტურ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებთ იმის შესახებ, რომ ვიღაცამ ეს დაგეგმა და განხორციელების პროცესი წამოიწყო. მაგრამ არის ფაქტები, თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც ისეთი კვალიფიციური ადამიანი, ჩვენი ყოფილი კოლეგა ნათია თურნავა ჩაუდგა სათავეში ეროვნულ ბანკს, მაშინ გახსოვთ რომ გარკვეული ტურბულენტობა და გადაწყვეტილებები იყო ამა თუ იმ ბანკში მომუშავე ადამიანების მხრიდან ვისაც წამყვანი პოზიციები ეჭირათ. მაშინაც იყო გარკვეული მცდელობები, რომ ეს ინსტიტუტი შერყეულიყო და ფინანსურ-ეკონომიკურ მდგრადობას გარკვეული საფრთხე შეჰქმნოდა.

იგივე ლოგიკას ვხედავთ ახლა, როდესაც გარკვეულმა ძალებმა სიხარულის ყიჟინა დასცეს, როდესაც დაინახეს, რომ თითქოს და ლარს რაღაც გაჭირვება და პრობლემა აქვს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და მეც გავიმეორებ, რომ ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, რომ ეკონომიკის ისეთი სისტემაა შექმნილი, რომ მდგრადია, რყევებს უძლებს და ამ შემთხვევაშიც ისეთი არაფერი ხდება, რომ ჩვენმა სისტემამ, რაღაც ამ რყევის შედეგი მტკივნეულად განიცადოს ან აღიქვას. ამიტომ ამ მხრივ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. თუმცა ის რეაქციები, რომ ცუდად არის საქმე და ეს ვიღაცას უხარია, უკვე მათ ხელწერად იქცა“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები