LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს იუბილარ სიძეს, საბა კემულარიას გაუმარჯოს“ – ნონა გაფრინდაშვილი

1445
საბა კემულარია

ანსამბლ „შავნაბადას“ და „ალილოს“ წევრი, საბა კემულარია იუბილარია. მომღერალი 35 წლის გახდა.

სოციალურ ქსელში საბა უამრავ მილოცვას იღებს.

„დიდი მადლობა! მიყვარხართ!

35-იც გაიხსნა“, – წერს საბა სოციალურ ქსელში.

მილოცვებს უერთდება, ლეგენდარული მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი.

„ჩვენს იუბილარ სიძეს, საბა კემულარიას გაუმარჯოს!“, – ვკითხულობთ ნონა გაფრინდაშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.

საბა კემულარია და კესო გაფრინდაშვილი წლების წინ „მხოლოდ ქართულმა“ შეახვედრა ერთმანეთს. წყვილს ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავთ.

კესო, ლეგენდარული მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ძმისშვილიშვილია.

„რა საყვარელია“ – საბა კემულარიას შვილმა, პატარა ნიკოლოზმა მშობლების ცეკვაზე იეჭვიანა: ნახეთ, უსაყვარლესი ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g