LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს ხელშია იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც თავისუფალი სამყაროსკენ გზას გაგვიხსნის: გიგა ბოკერია

77
გიგა ბოკერია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა“, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეხმიანება და აცხადებს, რომ „ჩვენს ხელშია იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც თავისუფალი სამყაროსკენ გზას გაგვიხსნის“.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ევროპულ, თავისუფალ სამყაროსთან დაახლოებას ხელს უშლის.

„აბსოლუტურად გასაგები და მკაფიო გზავნილია [კარლ ჰარცელის], რაც აქამდეც გაგებული გვქონდა, რომ ჩვენს, საქართველოს ხელშია, გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც თავისუფალ სამყაროსთან დაახლოების გზას გაგვიხსნის. ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელსაც დღევანდელი რეჟიმი ხელს უშლის.

ვინმე რამეს კი არ გვაძალებს, უბრალოდ, სამყარო დგას იმ პრინციპებზე, რასაც ლიბერალური დემოკრატია ემყარება. თუ ჩვენ გვინდა და ქართველებს ეს უნდათ, მაშინ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს მახინჯი, პუტინისტური, კოლაბორაციონისტული ოლიგარქიული რეჟიმი მშვიდობიანად. ამასთან ერთად, სწორი მიმართულებით, ლიბერალური დემოკრატიისკენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

ეს იყო გადაწყვეტილება, რომ გეოპოლიტიკურად თქვენ ჩვენი ნაწილი ხართ, ევროპის ნაწილი ხართ, ევროკავშირის, თავისუფალი სამყაროს, მაგრამ გაქვთ ბარიერიო. როგორც ჰქონდა ბარიერი, მაგალითად, სლოვენიას. როგორც კი ეს პრობლემა სლოვაკმა ხალხმა გადაწყვიტა, გზა გაიხსნა. იგივეა საქართველოს შემთხვევაშიც, ოღონდ ჩვენ ბევრად უფრო დიდი რისკები გვაქვს ბევრი ფაქტორის, მათ შორის, გეოგრაფიის გამო. თუ ეს ისტორიული ფანჯარა გავუშვით ხელიდან, მაშინ დიდი საფრთხე გვემუქრება“,-განაცხადა ბოკერიამ.

magti 5g