LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, უფრო მე­ტად გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას­თან კავ­ში­რი და ფრე­ნე­ბი” – ნინო წილოსანი

217
ნინო წილოსანი

ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, უფრო მე­ტად გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას­თან კავ­ში­რი და ფრე­ნე­ბი, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა და ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე სა­ვი­ზო რე­ჟი­მი თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ომის შემ­დეგ გა­ა­უქ­მა.

„უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ვთქვათ პირ­და­პირ და ზუს­ტად, რა მოხ­და – რუ­სეთ­მა აღად­გი­ნა ფრე­ნე­ბი, რაც მისი მხრი­დან და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა იყო და არ იყო სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან და­წე­სე­ბუ­ლი. სა­ვი­ზო რე­ჟიმს რაც შე­ე­ხე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის­თვის ასე ვთქვათ, შე­იძ­ლე­ბა შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნი იყოს, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე სა­ვი­ზო რე­ჟი­მი თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ომის შემ­დეგ გა­ა­უქ­მა, შე­სა­ბა­მი­სად, ამ კუ­თხით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

ჩვენ არა­ერ­თხელ გვაქვს გა­ცხა­დე­ბუ­ლი, რომ ჩვე­ნი მხრი­დან სან­ქცი­ე­ბის პრო­აქ­ტი­უ­ლად და­წე­სე­ბას არ გა­ვა­კე­თებთ და ვერ გა­ვა­კე­თებთ ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან მის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის და შე­ზღუდ­ვე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა, რომ ახლა რა­ი­მე კო­მენ­ტა­რი ვთქვა, ერ­თა­დერ­თი რაც ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო იქ­ნე­ბა, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, უფრო მე­ტად გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას­თან კავ­ში­რი და ფრე­ნე­ბი”, – აცხადებს წილოსანი.

პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოპულარულები