LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს მუსიკალურ სალონს, ბელგიის პრინცი სტუმრობდა – აღმოჩნდა, რომ პაატას შემოქმედებას საუკეთესოდ იცნობს პრინცი ამადეო“ – თეონა ჯორბენაძე

138
Untitled design (2)

ცნობილი პროდიუსერი და კონცეპტArt-ის ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მის მუსიკალურ სალონს ბელგიის პრინცი ამედეო ვონ ჰაბსბურგი სტუმრობდა.

როგორც თეონა წერს, სამეფო ოჯახი კარგად იცნობს მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შემოქმედებას და ბედნიერები იყვნენ მასთან შეხვედრით.

„არაერთი გამორჩეული და სახელოვანი სტუმარი ჰყოლია ჩვენს მუსიკალურ სალონს, მაგრამ თავად პრინცი პირველად – ბელგიის პრინცი ამედეო ვონ ჰაბსბურგი, ავსტრიის ერცჰერცოგი და ავსტრია-ესტეს მემკვიდრეობითი ერცჰერცოგი!

სამეფო ოჯახები, როგორც იცით, კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლები და საკმაოდ კარგი მცოდნენი არიან. ამიტომ აღმოჩნდა, რომ პაატას შემოქმედებას საუკეთესოდ იცნობს პრინცი ამადეო და როგორი ბედნიერები იყვნენ, რომ პირადად შეხვდნენ მას. აღფრთოვანდნენ ფონდ „იავნანას“ Iavnana პროექტებით, საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. ვუსმენდი და ვფიქრობდი, რამდენს ნიშნავს რომ საქართველოს ჰყავს პაატა ბურჭულაძე Paata Burchuladze და მის დიდ სახელთან და საქმეებთან რა საცოდავები ჩანან ჭუჭყიან წუმპეში რომ ჟყაპუნებენ ისინი.

Ps. განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა სალონურმა კონცერტმა შესანიშნავ პიანისტ მაია ფერაძესთან და ახალი თაობის სოლისტებთან, პაატას მოწაფეებთან ერთად“, – წერს თეონა ჯორბენაძე.

 

 

არაერთი გამორჩეული და სახელოვანი სტუმარი ჰყოლია ჩვენს მუსიკალურ სალონს, მაგრამ თავად პრინცი პირველად – ბელგიის პრინცი…

Posted by Teona Jorbenadze on Saturday, 29 April 2023

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები