არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერტაშორისო საზოგადოება” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე არსანქცირებული შეტევა განხორციელდა.
ინფორმაცია ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება:
“სამართლიანი არჩევნებისთვის” დღეს გახდა ცნობილი, რომ 10 აპრილის ღამეს ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (isfed.ge) არსანქცირებული შეტევა განხორციელდა. მომხდარის შედეგად ორგანიზაციის ვებგვერდი ამჟამად არ ფუნქციონირებს.
მიმდინარეობს დეტალების მოძიება და ვებგვერდის აღდგენის სამუშაოები.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.