LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს ოპონენტებს ვპირდები, რომ ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ, ვიდრე პოლიტიკაში დარჩენის სურვილი ექნებათ: ღარიბაშვილი

45
ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ მათ მძიმე შეცდომებზე კი არა, მათ მძიმე დანაშაულებებზე, ხალხის და ქვეყნის წინაშე, მაგრამ მე მათ ვპირდები, რომ ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ არ მოასვენებენ ოპონენტებს, რადგან მათ, სანამ პოლიტიკაში დარჩენის სურვილი ექნებათ, მუდმივად შეახსენებენ დანაშაულს და შეცდომებს. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ასე ერთის მხრივ, დააზღვეევნ მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან და მეორე მხრივ, ჩვენ უნდა იფიქრონ განვითარებაზე და შეიტანონ განვითარება ყველა ქალაქში, სოფელსა და მუნიციპალიტეტში:

“მივესალმები ყვარელს და ყვარლელებს, დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით – მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, თავდადებისთვის, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენმა გუნდმა მოიპოვა შვიდი ბრწყინვალე, დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად, ბოლო შვიდ არჩევნებში ახლა ჩვენ ვემზადებით მერვე არჩევნებისთვის.

მერვე დამაჯერებელი და ძლიერი გამარჯვებისთვის. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ჩვენი გუნდი იმარჯვებს. ჩვენი ქვეყანა იმარჯვებს ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი ხალი იმარჯვებს, იმიტომ, რიმ “ქართულმა ოცნებამ” ჩვენი ხალხისთვის ბოლო წლებში მოიტანა განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენს ხალხს ავარიდეთ დამატებითი პრობლემები, თავისტკივილი დ განსაცდელი.

ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი ქარტეხილი გამოვიარეთ – არაერთი სირთულე, არაერთი პრობლემა, შიდა დაპირისპირება, სამოქალაქო ომები. მათ შორის, სულ ახლახანს, 13 წლის წინ 21-ე საუკუნეში გამოვცადეთ ფართომასშტაბიანი ომი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასთან, ოკუპანტ ძალასთან, რომელმაც საბოლოოდ დააკანონა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და რომელიც 2007 წელს ჩვენი ტერიტორიიდან გასულიყო, მაგრამ უგუნური პოლიტიკისა და მძიმე პროვოკაციების ვერ არიდების შედეგად ისევ შემობრუნდა რუსული ჯარი. ეს რა თქმა უნდა, მწარე რეალობაა, მაგრამ ეს სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში, მეგობრებო!

ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობასა და სტაბილურობაზე, უნდა გვახსოვდეს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში სულ რაღაც 8-9 წლის წინ. ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ მათ მძიმე შეცდომებზე კი არა, მათ მძიმე დანაშაულებებზე, ხალხის და ქვეყნის წინაშე, მაგრამ მე მათ ვპირდები, რომ მე მათ ყოველ დღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, რადგან მათ, მანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, მანამ შევახსენებთ მუდმივად მათ დანაშაულებს და შეცდომებს. ერთის მხრივ, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან და მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე, განვითარებაზე და მხოლოდ განვითარებაზე ჩვენ უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში.” – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g