ტაშკენტის “ფახთაქორი” აზიის ჩემპიონთა თასის მატჩის სათამაშოდ ირანში ჩავიდა და “პერსეპოლისს” შეხვდა. მოგეხსენებათ, ტაშკენტურ გუნდს შოთა არველაძე წვრთნის. როგორც ჩანს, შოთაზე შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა ირანელმა, რომლის ფესვები საქართველოდანაა. შოთამ თავის “ფეისბუქზე” დაწერა:
?? თეირანში, პერსეპოლისთან თამაშამდე, ჩვენს სანახავად კაცი მოვიდა, რომელიც ფერეიდნელი ქართველი აღმოჩნდა. ის, დღემდე ირანში ცხოვრობს და ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. 500 წლის შემდეგაც, ფერეიდნელები ირანში მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ. თამაშამდე, ქართულად ვისაუბრეთ და მისგან ძალიან დადებითი ემოცია მივიღეთ ??❤