LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“ – ტედი რინერმა გურამ თუშიშვილთან დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა

463
თუშიშვილი - ტედი რინერი

ტედი რინერმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ტედი რინერმა Lagazzeta.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დროისთვის, გურამ თუშიშვილსა და მას შორის დაძაბულობა არ არის.

„საქართველოს ძიუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“, – ამბობს რინერი.

ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა ქართველის აქტიურობით დაიწყო, თუმცა, რინერმა ვაზარის შესრულება შეძლო, რის შემდეგაც, მოგების აღნიშნვნა თუშიშვილისთვის შეურაცხმყოფელი ფორმით გადაწყვიტა. სწორედ ამას მოჰყვა ქართველის რეაქცია.

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოში ინდივიდუალური ტურნირი დასრულდა. მძიმე წონით კატეგორიაში მამაკაცთა შორის ოქროს მედალი ფრანგმა ტედი რინერმა მოიპოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g