LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს შვილებს ისე ვამზადებთ, რომ ვიღაცამ დაიქირავოს, ვიღაცასთან მოეწყოს სამსახურში, რატომ არ ვაძლევთ იმის განვითარების შესაძლებლობას, რომ თვითონ შექმნას რაღაც?“ – ზურა მხეიძე

258
fot (3)

ფსიქოლოგმა, პროფესორმა ზურა მხეიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ შვილების აღზრდის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ რეალობაში, მშობლების გარკვეული ნაწილი, შვილებს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს.

„ჩვენს შვილებს ისე ვამზადებთ, რომ ვიღაცამ დაიქირავოს და წაიყვანოს, ანუ, თავიდანვე ჩარჩოს ვუდგენთ, რომ ვიღაცასთან მოეწყოს სამსახურში და რატომ არ ვაძლევთ იმის განვითარების შესაძლებლობას, რომ თვითონ შექმნას რაღაც? აქაც ტრადიცია გვაქვს, რომ ვიღაც იმან აიყვანოს და ამუშაოს“, – განაცხადა მხეიძემ.

მისი თქმით, თუ გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, მნიშვნელოვანია კრეატიულობის და შემოქმედებითობის წახალისება.

„ის სამუშაო, რომელსაც ახლა ასრულებენ, კლასიკურად ჩვენ რაც ვიცით, ხელოვნური ინტელექტი თავიდან ბოლომდე ჩაანაცვლებს. ამიტომ ფასი ედება და, შესაბამისად, სწავლების მოდელშიც, გნებავთ სკოლაში და გნებავთ უმაღლესში, უნდა იყოს წახალისებული შემოქმედებითობა, ანუ, მეცნიერების კუთხით. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა პროგრესი, მთლიანი მოდელით, სკოლიდან დაწყებული უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად შემოქმედებითობა გაიზარდოს“, – განაცხადა მხეიძემ.

ზურა მხეიძე: „სამ თვეში ერთხელ წადით და დილიდან საღამომდე შვილთან ერთად გაატარეთ დრო, მთელი დღე ერთად იყავით“

ზურა მხეიძე ქართველების სამ თვისებაზე: „რა მქვია და როგორ მქვია, ამას ვანიჭებთ გაცილებით მეტ მნიშვნელობას, ვიდრე პროფესიონალურ მხარეს…“

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: „აზროვნების აკადემია“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები