LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს ყოველ შეკრებას მეგი ამხიარულებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით. რომ წარმოვიდგენ მის ყოველ ქცევას, ამა თუ იმ სიტუაციაში რას გააკეთებდა, ჩამეღიმება… არავინ არ იცის როდის მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად შევხვდებით… შენს მიერ გამოწვეულ სიცარიელეს ჩემს გულში, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეავსებს!“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

200
ნაზი და მეგი ჯაიანი

14 ივნისს, გონიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე დაიღუპა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს მეგის და, ნაზი ჯაიანი.

„როგორ დაგტრიალებს თავს ყველა და გეფერება დე… გიწყობენ და გილამაზებენ შენს ახალ სახლს… ენატრები შენს გამწარებულ დედას შვილო ძალიან“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„მინდა ბევრი გესაუბროთ მეგიზე და კარგად გაგაცნოთ როგორი იყო. ყველაზე მხიარული, ყველაზე გულწრფელი, ნამდვილი ემოციებით სავსე. მისი ულამაზესი გრძელი თმების ყოველთვის მშურდა, სულ გრძელ თმას ატარებდა და ძალიან მალეც ეზრდებოდა. ბავშვობის ყველა კადრი თვალწინ მიდგას, ბავშვობაში ულამაზესი და უსაყვარლესი იყო, მსუქანა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ლამაზდებოდა ♥️ ეშხი ჰქონდა საოცარი, ულამაზესი თვალწარბი, შავტუხა, ღიმილიც რომ ძალიან უხდებოდა ♥️ 

ხასიათებით განვსხვავდებოდით, მეგი უფრო მორიდებული იყო მაგრამ თუ ხშირი კონტაქტი გექნებოდათ მასთან, საუკეთესო მოგონებებს დააგროვებდით მასთან ერთად, ყველაზე მხიარული იყო ♥️ ჩვენს ყოველ შეკრებას მეგი ამხიარულებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით. რომ წარმოვიდგენ მის ყოველ ქცევას, ამა თუ იმ სიტუაციაში რას გააკეთებდა, ჩამეღიმება. 

ბავშვები ძალიან უყვარდა, ბავშვებიც გრძნობდნენ მეგის სიყვარულს და არ შორდებოდნენ. ვიდეოების გადაღება და ფოტოები ძალიან უყვარდა, მაგრამ ძალიან პრეტენზიულიც იყო, არასდროს არ მოსწონდა ჩემი გადაღებული ფოტოები 💔 მაგრამ ყვითელ კაბაში ხომ საოცარო ფოტოები გადაგიღე მეგიკუნა? 

ყველაზე კეთილი გულის მატარებელი, ყველაზე უბოროტო, ერთგული, ყველაფერი დადებითი მასში იყო. ძალიან მიჭირს შენზე წარსულში საუბარი მეგი, წამი, წუთი არ გავა შენზე რომ არ ვფიქრობდე, ნეტა როგორ ხარ? რამე ხომ არ გიჭირს? იმედია კარგად ხარ და არაფერი არ გიჭირს.

არავინ არ იცის როდის მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად შევხვდებით ♥️ ჩემს მოგონებებს შენთან საკუთარ თავში ჩავკეტავ, ჩემთვის გავიხსენებ მხოლოდ

შენს მიერ გამოწვეულ სიცარიელეს ჩემს გულში, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეავსებს, ვერასდროს 💔 მიყვარხარ და ჩემს გულში იქნები სამუდამოდ, ისევ ისეთი ლაღი და კაშკაშა“, – წერს ნაზი ჯაიანი.

„ამ ამბავს ასე არ დავტოვებ! ყველამ უნდა აგოს პასუხი… როგორც შენ იტყოდი, ნაზი მამას ვაჟკაცივით უდგას გვერდითო, გავაგრძელებ მაგ გვერდში დგომას“ – რას წერს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

„7 უსასრულო დღე გავიდა უშენოდ, რა დაინახე აქ, რომ 22 წელი საკმარისი აღმოჩნდა შენთვის? ამ პატარა ასაკში, ამხელა სიყვარულის დათესვა როგორ მოასწარი?! ყველა აატირე, ყველას ცხოვრება შეცვალე, ყველას გული დასწყვიტე“ – რას წერს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

ვიდეო: „ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც, მამიკომ კარი ღია დაგიტოვა, გაფრინდეს, ცოდოაო, თვალებში შეგციცინებდა, იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

„ანი, ჩემო მხიარულო და გადარეულო გოგო…“ – ირინკა ნაკაშიძე გონიოში, ავარიისა დროს დაღუპული ანა მახარაძის ფოტოებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g