LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა – გიორგი კვირიკაშვილი

92

“ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არ გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში,” – ამის შესახებ აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველომ 25 წლის წინ ვერ შეძლო ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება.

„14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა

“ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არა გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვისქართველებისა და აფხაზებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის

“მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება პრემიერის გვერდზე აფხაზური დამწერლობითაც გამოქვეყნდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g