LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთან ორი მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებენ – ლევან რატიანი

107
levan-ratiani

“გვყავს რამდენიმე მედპერსონალი, რომლებიც სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს, მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მიდის სიმპტომური მკურნალობა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში ასევე მოთავსებულია 9 კვირის ორსული, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.

“ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 85 პაციენტი, აქედან ინფიცირებულია 67. იცით, რომ ჩვენ გვყავდა კრიტიკული პაციენტი, 62 წლის ქალბატონი. მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი რამდენიმე საათში ეწერება. ასევე გვყავს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემთხვევა – 65 წლის ქალბატონი, რომელიც ასევე რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. გვყავს სამი მოზარდიც, რომელთა მდგომარეობა პათოლოგიის გარეშე მიმდინარეობს, კლინიკური ნიშნები რამდენიმე დღეა არ ვლინდება. მათ 14 დღის გასვლის შემდეგ ავუღებთ ტესტს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინიც გაეწერებიან კლინიკიდან”, – აცხადებს რატიანი.

შეკითხვას შესაძლებელია თუ არა, რომ კოღოს ნაკბენი დაინფიცირების წყარო გახდეს, რატიანი პასუხობს, რომ მწერები ვირუსის გადამტანები არ არიან.

“როგორც ვიცით, მწერებს არ გადააქვთ ეს ვირუსი”, – განაცხადა მან.

Dio magti 5g