შპს „ახალი ოპტიკა“ მომხმარებელს ოპტიკური ჩარჩოების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, რომელიც გათვლილია ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანზე. გარდა ამისა, „ახალ ოპტიკაში“ შესაძლებელია საბავშვო ჩარჩოების შეძენა, რომლებიც დამზადებულია დრეკადი მასალით.
„რაც შეეხება სათვალეს, მას ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის ორგანული მინებით, რომელსაც აქვს კომპიუტერის, მზისა და ტელევიზორის გამოსხივებისგან დამცავი ფენა“,- აცხადებენ „ახალ ოპტიკაში“.
მათთვის კი, ვინც სათვალეს ვერ იყენებს, „ახალ ოპტიკაში“ ხელმისაწვდომია ამერიკული კომპანია baush@lomb-ის ერთთვიანი და სამთვიანი კონტაქტური ლინზები და ასევე, ლინზის შესანახი ხსნარები.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე „ახალ ოპტიკაში“ აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, 15 ივნისამდე მომხმარებელი კომპანიის ვებგვერდიდან სათვალის ნომერს სრულიად უფასოდ შეარჩევს. „ჩვენთან სათვალის დამზადების შემთხვევაში, პაციენტი მიიღებს 50%-იან ფასდაკლებას ორგანულ მინებზე. გვაქვს მისამართზე მიწოდების სერვისიც“, – განმარტავენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ „ახალ ოპტიკას“ ოპტიკის სფეროში საქმიანობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის ოფისი მდებარეობს დიღომში, ლუბლიანას 15 ნომერში, რკინიგზის საავადმყოფოსთან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 593 17 15 42