LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო, განსაკუთრებით ხოშტარიას შემთხვევაში დაყოვნება მიზანშეწონილი არ იქნებოდა: კობახიძე

91
1

“მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის აუცილებლობა დღესაც არ იყო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

ირაკლი კობახიძემ ყურადღება პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სწორედ მის შემთხვევაში არ იყო დაყოვენება მიზანმიმართული, რადგან ის ორ კვირაზე მეტია შიმშილობს:

“შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის აუცილებლობა დღესაც არ იყო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო, რაც არის დასაცავი. განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას შემთხვევაში დაყოვნება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან ის რეალურად ორ კვირაზე მეტია შიმშილობს.

აქედან გამომდინარე, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და გადაწყვეტილება სამედიცინო და უსაფრთხოების მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიღეთ…

როდესაც საუბარი იყო სამოქალაქო კლინიკაზე, რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა ჰოსპიტალი ციხის გარეთ, რომელიც იქნებოდა აღჭურვილი შესაბამისი აპარატურით, ასევე მედპერსონალით, ეს უზრუნველყოფილი იყო ციხის კლინიკაშიც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მოთხოვნა იყო, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოფრთხილება იყო.” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პოპულალურები