ზურა ხაჩიძე, ხათუნა ჟორდანია და ნინი ქარსელაძე ტელეიმედზე “ღამის შოუში” იყვნენ სტუმრად.
როგორც ნინიმ და ზურამ აღნიშნეს, ხათუნა ჟორდანია, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ცოტა ხნის წინ თურქეთში დაასრულა რეაბილიტაციის კურსი, ბევრად კარგად გრძნობს თავს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხათუნას კარგად ყოფნა და გვეტყობა ეს…”-აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.
გადაცემაში იმაზეც ისაუბრეს, რომ წყვილის საერთო ქალიშვილმა ანასტასიამ ბოლო პერიოდში სიმღერაზე სრულიად უარი თქვა და ძირითადად სწავლით არის გატაცებული.
როგორც ხათუნა ჟორდანიამ აღნიშნა, ანასტასიას ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენები უყვარს.
https://www.instagram.com/p/CQRq2-KtdPW/?utm_medium=copy_link&fbclid=IwAR2juJ3lC_NIcpjBV2SwiihiiKujBtTUiNgaJHTF9BwYkkVXIetoXrdY0G8